Pick Language

Beqa Adamashvili

Picture of Georgian winner Beqa Adamashvili

Blogueur célèbre en Géorgie et rédacteur publicitaire, Beqa Adamashvili est diplômé de la faculté de journalisme et de science sociale de l’Université du Caucase. Il a fait ses débuts littéraires en 2009 avec des nouvelles publiées sur plateformes électroniques. Avec le temps, son nom est devenu populaire chez les jeunes lecteurs. En 2014, Adamashvili a débuté avec son roman Bestseller, qui est justement devenu un bestseller local.

Entre un grand sens de l’humour et une connaissance profonde de la littérature mondiale combinés avec des compétences de marketing et de publicité en font de la prose d’Adamashvili une prose hilarante et distrayante. Il utilise souvent des allusions à la littérature classique et parfois même amène des personnages célèbres dans ses ouvrages.

Les critiques affirment qu’Adamashvili est un des esprits les plus créatifs de la littérature contemporaine géorgienne. En dehors de l’écriture, Adamashvili travaille en tant que directeur créatif de Leavingstone, une des compagnies publicitaires les plus populaires et respectée en Europe.

Winning Book

პროლოგი (Prologue)

Un jour, M. Memento Mori se rend compte qu’il est un personnage avec le super-pouvoir de voyager dans les livres et décide de s’attaquer aux méchants écrivains qui tuent leurs personnages. M. Mori persuade Roméo et Juliette que le suicide n’est pas une option, et à l’âge adulte, ils se rappellent de ces jours-là avec rire. Il se rend à la Montagne Magique avec une grande réserve de pénicilline. Au contraire, M. Mori pousse le Professeur Moriarty aux Chutes de Reichenbach et le tue afin de sauver de nombreux autres personnages. Mais tout est chamboulé quand M. Mori découvre que dans le livre où il est le personnage, l’auteur décide de tuer quelqu’un. Il n’a aucune information sur la victime donc M. Mori rassemble tous les personnages et avec l’aide de la machine à explorer le temps de H. G. Wells, commence une aventure à travers différentes époques. Alors que le temps change, les genres varient donc le pouvoir de l’auteur devient limiter en dehors du monde post-moderne. M. Mori le sait bien et sélectionne la direction où les personnages ont la plus grande chance de survivre.

Publishing House

Email Address: 
Phone No.: 
+995 322 91 09 54
Organisation: 
Bakur Sulakauri Publishing LTD

Agent / Rights Director

Phone No.: 
+995598158182
Email Address: 
Represenative: 
Mikheil Tsikhelashvili

Excerpt

სიკვდილმა მაღვიძარა ოთხ საათსა და ოცდაცამეტ წუთზე დააყენა.
რაც ინსომნია დაუძინებელ მტრად ექცა, ყველაფერს ითვლიდა. ჯერ - ცხვრებს (ათი ათას ას ათი!), მერე - თეთრად გათენებულ ღამეებს (შვიდი ათას შვიდას შვიდი!), მერე ცხვრებისა და თეთრად გათენებული ღამეების თვლისას დახარჯული წამების რაოდენობას (თვრამეტი ათას სამი!), მერე ცხვრებისა და თეთრად გათენებული ღამეების თვლისას დახარჯული წამების თვლისას დახარჯული წამების რაოდენობას... რა დროსაც მიხვდა, რომ რაღაცების უაზროდ თვლის გარდა, ჩაძინების კიდევ ექვსას ოცი (!) მეთოდი არსებობს და გადაწყვიტა, სხვა ხერხი ეღონა.
ჯერ იფიქრა, არაფერზე ვიფიქრებო, მაგრამ იქვე დაფიქრდა, ისიც ხომ ფიქრია, იმაზე რომ ფიქრობ, რომ არაფერზე უნდა იფიქროო და თავის ქალა ასტკივდა. მერე პრუსტის რომელიღაც ტომი გადმოიღო, იქნებ მოწყენილობისგან ჩამეძინოსო, მაგრამ პრუსტზე დროის დაკარგვა მალევე დაენანა. არც ყველა უსამართლობაზე თვალის დახუჭვამ გაჭრა და არც - ტოკიოს სატელეფონო წიგნების ტომეულის საჯაროდ წარდგენის წარმოდგენამ. ბოლოს მაჯის ძვლები და თითების ფალანგები ჩაიქნია, აბა ეშმაკმა რაღა უნდა თქვასო და ძილის მოლოდინში, მოპირდაპირე კედელს მიაშტერდა...
...მოპირდაპირე კედელი სიკვდილის მყუდრო, მაგრამ უსიცოცხლო კაბინეტის ნაწილს წარმოადგენდა. კედლის მარცხენა მხარეს კარი იყო, კარზე - უზარმაზარი პოსტერი, პოსტერზე - ჯიმ მორისონი - მისი ფავორიტი სოლისტი და ჯერ კიდევ შესავსები კოლექციის ერთ-ერთი ღირსეული წევრი. კოლექციაში სულ ოცდაშვიდი უნიკალური ექსპონატი უნდა შესულიყო, რის შემდეგაც სიკვდილი ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური ჯგუფის შექმნას გეგმავდა. მყვირალა სახელების მქონე არანაკლებ მყვირალა შემსრულებლებითა და სხვადასხვა ეპოქის ჰიტების სიქველებით. მაგალითად, როგორიც იქნებოდა - “Also Like, Haha and Wow” ან „Five more months, Please” . თუმცა, ძვირფასი ექსპონატების შესარჩევად იუველირული სიზუსტე იყო საჭირო, რადგან კოლექციაში მოხვედრის მსურველთა მზარდი რიცხვი მომავალი ბენდის ხარისხს საფრთხეს უქმნიდა.
იქვე, კუთხესთან, სადაც პირველი კედელი მეორეს ხვდებოდა, უამრავი (რვა ათას შვიდას ორმოცდახუთი!) არაჩვეულებრივი ფოტოს გამოფენა იწყებოდა. ფოტოებზე თავად იყო გამოსახული. მისი რეზიუმე. სამუშაოზე გამოცხადებული სიკვდილის ერთგვარი ქრონიკა. კანტებზე კანტიკუნტად მიწერილი რემარკებით, რომელთა მეშვეობითაც იდეალურად იყო აღწერილი მთელი მისი ისტორია - ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა:

  
მესამე კედელზე უზარმაზარი ცელი ეკიდა. დიაგონალურად. ორ ლურსმანზე. ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ სიკვდილი მას უკვე ნაკლებად იყენებდა. უმეტესად - სელფის ჯოხად და ისიც - იმის გამო, რომ ყველგან ცელით ხატავდნენ. ის კი კაცობრიობის ამგვარ შეხედულებას ხათრს ვერ უტეხდა. კაცმა რომ თქვას, პატარა აღარ ეთქმოდა და ყველაფერზე ცელით წანწალი უკვე თვითონაც ესიკვდილებოდა. სამაგიეროდ, კურსორი ჰქონდა ცელის ფორმის. „ატროპოსის“ ფირმის სპეციალურ მოწყობილობაზე, სადაც „კაცობრიობის“ ერთ უზარმაზარ საერთო საქაღალდეში უთვალავი (შვიდი ათას ოთხას ოცი!) ქვესაქაღალდე („ომი“, „კატაკლიზმა“, „ავადმყოფობა“, „უბედური შემთხვევა“, „სიბერე“, „ტერორიზმი“, „ჯვარზე გაკვრა“, „დარვინის პრემია“ თუ სხვა) და შვიდი მილიარდ რვაასი მილიონ ხუთასი ათას სამას ოცი (ურცხვი ურიცხვი რიცხვი!!!) ფაილი იყო გაერთიანებული. სიკვდილის საქმეს კი მუდმივად განახლებადი ფაილების ქვესაქაღალდეებში გადანაწილება და პერიოდულად მათი წმინდად წმენდა წარმოადგენდა. 
„ატროპოსის“ თავზე თაროები მოჩანდა, რომელთა ძირითადი ნაწილი ტერი პრეჩეტის წიგნებით იყო შევსებული. სიკვდილის აზრით, პრეჩეტი დაუვიწყარ წიგნებს წერდა იქამდე, ვიდრე მისი „ალცჰაიმერის“ ქვესაქაღალდეში ჩაგდება მოუწევდა. ნაკლები ოსტატობით არც სხვა რომანები იყო შესრულებული. თაროებზე ასევე ეწყო მანი, ზუზაკი, სარამაგუ, კრისტი... მოკლედ, ყველა, ვინც უკვდავების მოპოვებას სიკვდილზე წერით ცდილობდა და მისივე ნარცისული ბიბლიოთეკის გამოცოცხლებას უწყობდა ხელს. 
...სიკვდილმა კედელს მიშტერებული თვალის ფოსოები ცერა და საჩვენებელი თითების ფალანგებით ამოისრისა. მისი უძილობა მთლიანად ფსიქოლოგიური ფაქტორებით იყო განპირობებული. ეშინოდა, დაღლილობისაგან ისე არ ჩასძინებოდა, რომ მაღვიძარას ვერაფერი გაეწყო. „დღე საც, და მერე აუცილებლად მივალ ფსიქოლოგთან“, – გაიფიქრა. ბოლო ფსიქოლოგი, რომელსაც კარზე მიადგა, ფროიდი იყო. ოცდაცხრამეტში. თუმცა, ეს უფრო სამუშაო ვიზიტი გახლდათ, რადგან ფაილი „Sigmund Freud – 1856“ დიდი ხანია „მძიმე ავადმყოფობის“ ქვესაქაღალდეში ეგდო და ფსიქოლოგიც ამჯერად უკვე თავად იწვა დივანზე. „არა უშავს. მაგას ძილზე საუბარი ბევრად უკეთ გამოსდიოდა, ვიდრე უძილობაზე“, – თავის ქალა დაიმშვიდა სიკვდილმა და იქვე გაახსენდა, რომ მისი ინსომნია ფროიდამდე ბევრად ადრე დაიწყო. კერძოდ, იმ რამდენიმე შემთხვევის შემდეგ, როცა განსაკუთრებით ფხიზლად უნდა ყოფილიყო. მას კი ჩაეძინა და ამის გამო, მსოფლიოს ისტორია რადიკალურად შეიცვალა: 
ალოიზი ღამით, სექსის დროს უნდა მომკვდარიყო. აუცილებლად. უსიკვდილოდ. სხვა შემთხვევაში, ექსპერიმენტი არასწორი გზით წავიდოდა და სიკვდილს მოუწევდა, მკაცრად ეგო პასუხი საკუთარი შემქმნელების წინაშე. 
იმ საღამოს ალოიზიმ სულის გარდა ყველაფერი დალია. იმდენად მთვრალი იყო, ერთი თითი ჯერ ორად ეჩვენებოდა, ის ორი – ოთხად, ოთხი – რვად, რასაც ისეთი ანატომიური ანომალია მოსდევდა, რომ იძულებული ხდებოდა, თვალები დაეხუჭა და თავის მსუბუქი გაქნევით რეალობაში დაბრუნებულიყო. ამავე მიზეზის გამო, შინ მისულმა ალოიზიმ, თექვსმეტიდან ერთი რეალური კარის პოვნის შემდეგ, ჯერ კლარა შენიშნა, შემდეგ – ორი კლარა, შემდეგ – ოთხი, შემდეგ – რვა, რის შემდეგაც თვალები დახუჭა, თავი მსუბუქად გააქნია და სანამ ის ერთი კლარა ისევ გამრავლდებოდა, გასამრავლებლად საძინებლისკენ წაიყვანა. 
სექსი არ გახლდათ ისეთი, რომანტიკულ ფილმებში რომ ხატავენ. იყო ისეთი, როგორსაც დოკუმენტურ ფილმებში აჩვენებენ. კერძოდ, Animal Planets-ზე. ალოიზი ქშენდა, როგორც ბაქანზე შემომავალი ლუმიერების მატარებელი და კლარა იყო უტყვი, როგორც ლუმიერებისავე კინო. 
სწორედ ამ დროს უნდა ყოფილიყო საგულდაგულოდ დაგეგმილი გულის შეტევა. 
თუმცა, სიკვდილს ჩაეძინა. 
საბედისწეროდ. 
რამდენიმე წუთის შემდეგ, ალოიზიმ თავისი საქმე გაათავა და მცირე ხვნეშის აკომპანემენტით, კლარადან საწოლზე გადაწვა. ერთი შეხედვით, სხვა ათასი ღამის მსგავსად, ეს ღამეც არაზღაპრული უნდა ყოფილიყო, მაგ - რამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად მოხდა – პატარა ადოლფმა კონკურენტები ადვილად დაამარცხა და დედის კვერცხუჯრედისაკენ ელვის სისწრაფით დაიძრა...
 ...უსიამოვნო მოგონებამ სიკვდილს არა მხოლოდ ძილის, ძილზე ფიქრის სურვილიც კი გაუქრო. წამოდგა, ლაბადა გაიხადა და თავი სარკეში შეათვალიერა. „ცოტა მომატება არ მაწყენდა. ცარიელი ძვლები ვარ დარჩენილი“, – გაიფიქრა, მოსასხამი ელექტროსკამზე გადაკიდა და ნანატრ შვებულებაზე ჩაფიქრდა. უფრო ადრეც იმსახურებდა. ამდენი მილიონი წელი ისე გავიდა, ერთ დღესაც არ გაჩერებულა. „იმას რა ენაღვლება! კვირას მაინც ისვენებს“, – ჩაიბუზღუნა და სიბნელეში ვიღაც შენიშნა. ჰალუცინაციებიღა აკლდა! თითების ფალანგებით თვალის ფოსოები ამოიფშვნიტა და უკეთესად დააკვირდა. აღარავინ ჩანდა. დამშვიდდა, წამოწვა და ფიქრი განაგრძო. რა მალე გავიდა დრო. საუკუნის წინანდელივით ახსოვდა აბელი. მაშინ უბრალო სტაჟიორი იყო და სამსახურთან შეგუება უზომოდ უჭირდა. ჯერ მარტო მათუსალას რამდენი სდია... მერე ის საშინელი წვიმა. ორმოცი დღე შეუსვენებლად მუშაობდა, მაგრამ ერთმა ლოთმა დურგალმა მთელი შრომა წყალში ჩაუყარა. წყალზე „ტიტანიკი“ გაახსენდა. საშინლად ციოდა იმ ღამეს – სულ ძვალში ატანდა... ბრრრ... გააჟრჟოლა. თუმცა, სიცხეც არანაკლები ახსოვდა. ერთხელ ლონდონში ისე ცხელოდა, მტრისას, იწვოდა ყველაფერი! ცეცხლზე რატომღაც არქიმედე ამოუტივტივდა გონებაში. ცხელი აბაზანა... მარატთან ერთად... თბილი წყალი სასიამოვნოდ ელამუნება სხეულზე. თხემის ძვლიდან ტერფის ძვლებამდე ჟრუანტელმა დაუარა. მოეშვა. 
„არ უნდა ჩამეძინოს!“ – ამის გაფიქრებაღა მოასწრო და ჩაეძინა. 
ოთხი ხდებოდა
მეორე პროლოგი
ერთ დილას მემენტო მორიმ აღმოაჩინა, რომ პერსონაჟია და საკუთარი თავის შესახებ მხოლოდ სამი რამ ახსოვს: 
1. ის, რომ უცნაური სახელი – „მემენტო მორი“ – ჰქვია; 
2. ის, რომ პერსონაჟია; 
3. ის, რომ საკუთარი თავის შესახებ მხოლოდ სამი რამ ახსოვს.
 ასეთ დროს კი პერსონაჟობა ცოტა რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირდაპირ პროლოგში არსაიდან ჩნდები. არც საკუთარი წარსული იცი, არც – მომავალი და აწმყოზეც იმდენად ცოტა რამ გახსოვს, რომ სამი ფრაზა თავისუფლად გიტევს. გარშემო არაფერია. ფანჯარასთან თუ მიხვალ და გარეთ გაიხედავ, შეიძლება იქაც სრული სიცარიელე დაგხვდეს. ეგ კი არა, ვერც ფანჯარას შენიშნავ, სანამ ავტორი არ აღწერს, რომ ოთახს, რომელშიც შენ იმყოფები, ოთხი ფართო სარკმელი აქვს, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება კლდის პირას მდებარე ჭვავის ყანებზე, რომ ეს სივრცე განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომის მიწურულს, როცა ხეთა ტოტები გიგანტურ ფუნჯებს ემსგავსება, ფოთლები კი – საღებავებს, რომ ერთ რამედ ღირს სამხრეთის ფანჯრიდან მიმინოტავრების ან დიკოპოტამების გადაფრენის ცქერა და ასე დაუსრულებლად. ერთი ისაა, მემენტო მორი ფანჯარასთან არ მივა, რადგან ბუნების აღწერა არაბუნებრივად ეჩვენება. საერთოდაც, იგი ფიქრობს, რომ ერთი ცოცხალი ხე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ტყეების აღმწერი ის მრავალი გვერდი, რომლისთვისაც ეს ხე მოიჭრა. თუმცა, მემენტო მორიმ ჯერ ისიც კი არ იცის, რა იცის, გარდა იმისა, რაც აქამდე მასზე ითქვა ან ამის შემდეგ მასზე დაიწერება. 
ერთი კია, მისგან განსხვავებით, პერსონაჟთა უმეტესობა ვერასოდეს იაზრებს, რომ პერსონაჟია და რომ მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება – თუნდაც ის, ვახშმად რა უნდა მიირთვან – სულ სხვა ადამიანის თავში იხარშება. ამგვარი გულუბრყვილობა გასაკვირი სულაც არ არის. წარმოიდგინეთ, ერთხელ თქვენთანაც რომ მოვიდეს უცხო ადამიანი და მტკიცე ტონით გითხრათ – დედამიწა სინამდვილეში კოკოშანზე  მცხოვრები ავტორის ერთ წიგნში არსებული გამოგონილი პლანეტაა და რეალურად არც თქვენ არსებობთო, – დაიჯერებთ? ცხადია, არა. 
მემენტო მორიმ კი ჯერ აღმოაჩინა და შემდეგ დაიჯერა, რომ პერსონაჟია. სამყაროში, სადაც ადამიანი ძილში დიდ მწერად შეიძლება გადაიქცეს და ორ ფეხზე მოსიარულე შავ კატას, რაღაც ეშმაკობით, ტრამვაიზე ჩამოკიდებულს  შეუძლია იმგზავროს, არაფერია შეუძლებელი. „თუმცა, – ფიქრობს მემენტო მორი, – თუ პერსონაჟთა ფიქრებს ყოველთვის ავტორი წარმართავს, მაშინ იქნებ ისიც ავტორის გადაწყვეტილებაა, რომ მე დამოუკიდებლად მოქმედების ილუზია შემექმნას და, შესაბამისად, ეს აზრიც ამგვარი პერსონაჟის უაზრობაზე, სწორედ ავტორის შთაგონებული გამოდის…“ არადა, რა დროს ასეთ წვრილმანებზე დარდია, როცა პერსონაჟობის გათავისებით უდიდეს ლიტერატურულ ძალაუფლებას იძენ: შეგიძლია, მწერალს მისივე გმირები აუმხედრო, ავტორისეული სიტყვები გააბიაბრუო („იურული პერიოდის შემდეგ ამ ზმნას კიდევ თუ ვინმე იყენებდა, არ მეგონა“) ან სულაც წიგნებში იმოგზაურო. ჰოდა, ვინ ფიქრობს ასეთ დროს იმაზე, ავტორის ხელდასხმით ხდება ეს ყველაფერი თუ ხელაღებით? არავინ! არც მემენტო მორი იფიქრებს. ავტორი მოკვდა. ვინც ეგ თქვა, ისიც მოკვდა. გაუმარჯოს ახალ პერსონაჟს!
* * *
სამი ფიფქი ერთგვარი შემცვლელია ფრაზისა „გამოხდა ხანი“. ანუ, იმ ერთ არასრულ სტრიქონში, ამ აბზაცის დასაწყისს წინა აბზაცის დასასრულისგან რომ გამოყოფს, მემენტო მორის ცხოვრებაში უჩვეულო არაფერი მომხდარა. ძირითადად, ჭამდა ან ეძინა. და ვინაიდან აღარავინ კითხულობს ამბებს მაძღარ მძინარა პერსონაჟებზე, მემენტო მორიმ გადაწყვიტა, „წონა“ და „წოლა“ რამე უფრო წონიანი მიზნით ჩაენაცვლებინა. სხვა თუ არაფერი, ის უჩვეულო სუპერძალას ფლობდა. სუპერძალა კი მის გამოუყენებლად, იგივეა, საკუთარი Wi-Fi-ს პაროლი რომ დაგავიწყდეს. მით უფრო იმ სამყაროში, სადაც ბოროტი ავტორები ბოგინებენ და საკუთარ პერსონაჟებს კალმის ერთი მოსმით ხოცავენ. ასეთ უსამართლო სივრცეს უდავოდ სჭირდება ერთი სუპერგმირი – სუპერმენტო! მემენტომორიმენი!! ტერმიმენტომორი!!!... 
ან მოდი, ისევ მემენტო მორი იყოს. 
რამდენიმე წელს (რომელიც, თითქოსდა ბევრი ჩანს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ცამეტ ასოში შეიძლება ჩაეტიოს) ყველანაირი ტიპის ლიტერატურას ეცნობოდა. „დასასრულის განცდით“ დაწყებული, „მოკლე მოთხრობებით“ გაგრძელებული და „დაუსრულებელი ამბით“ დასრულებული. მერე უკვე ამ წიგნებში მოგზაურობასა და პროტაგონისტების გადარჩენასაც შეუდგა. ხან რომეოსა და ჯულიეტას არწმუნებდა, რომ ყველაფრისგან ტრაგედიის შექმნა არ იყო საჭირო და მერე ამ ამბავს ტკბილად გაიხსენებდნენ, ხან ოსტაპ ბენდერს უწევდა პირველად დახმარებას, სანამ იპოლიტ მატვეევიჩი მდინარეში იხრჩობოდა (ბოლივარი ორს ვერ ზიდავს), ხანაც – მოგვიანებით შექმნილი ჯადოსნური პენიცილინით დატვირთული, ფარულად დავოსის ერთ სანატორიუმს ეწვეოდა ხოლმე. ზოგჯერ ახერხებდა, ავტორებზე გამარჯვება ეზეიმა, ზოგჯერ წიგნის სისქე აბრკოლებდა და, სანამ ტრაგედიის გვერდამდე მიაღწევდა, მთავარი გმირის მატარებელი უკვე ჩავლილი იყო. ერთხანს „ომსა და მშვიდობაშიც“ სცადა ბედი, მაგრამ ფარ-ხმალი მალევე დაყარა. ვერც თვითმკვლელი ქალწულები გადაარჩინა და ვერც – ***Spoiler Alert*** . რა ექნა, თვითონ ერთი იყო, დანარჩენი პერსონაჟები – მილიონი. ყველას ვერ იხსნიდა და არც იყო საჭირო. მორიარტის საერთოდაც თავადვე ჰკრა ხელი რაიხენბახის ჩანჩქერზე და ჯერაც ვერ ივიწყებდა ჰოლმსის გაოგნებულ სახეს, რომლის მანქანასავით გამართული გონება ამ Deus Ex Machina-ის გამოჩენას ვერაფრით ხსნიდა. 
თუმცა, მოდი, გულწრფელად ვთქვათ – დიდად საინტერესო არც წიგნებში მოგზაურობა აღმოჩნდა. ცხადია, ჭამა-ძილის უწყვეტ პროცესს ბევრად სჯობდა, მაგრამ რამდენიმე აბზაციც და ამდენი ლიტერატურული ალუზიით შეწუხებული მკითხველი ისეთი ხმაურითა და მძვინვარებით დახურავდა წიგნს, რომ მემენტო მორის გვერდებს შორის გასრესვა ნამდვილად არ ასცდებოდა. მკითხველის შესაჩერებლად ამბავი იყო საჭირო და სწორედ ამ დროს გააკეთა მემენტო მორიმ ის აღმოჩენა, რომლის მეშვეობითაც დამოკლეს მახვილი მარტივად აირიდა თავიდან – სანამ თვითონ სხვა რომანებზე იყო გადართული, საკუთარ წიგნში ვიღაცის მკვლელობა დაიგეგმა. ზუსტად ოთხ საათსა და ოცდაცამეტ წუთზე. პროლოგში ყველაფერი დეტალურად ეწერა, გარდა ერთისა: 
ვინ უნდა მოეკლათ?